2023/24 სასწ. წლის აქტივობები
ქართული ენის წრე: ,,წერა-კითხვის უნარის განვითარება“.
განცხადება
სსიპ ჩალაუბნის საჯარო სკოლაში იწყებს ფუნქციონირებას ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით წრე ,,წერა-კითხვის უნარის
განვითარება“. წრე შექმნილია II კლასის მოსწავლეებისთვის. მსურველებმა გთხოვთ მოგვმართოთ დირექციაში. 15.09 დან 22.09
მდე.
წრე მუშაობას
დაიწყებს 27 სექტემბერს მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ: ოთხშაბათს.
პატივისცემით,
დაწყებითი კლასის მასწავლებელი - მაია ჩირიკაშვილი
სსიპ ჩალაუბნის საჯარო სკოლა
ქართული ენის წრის დასახელება და მოკლე შინაარსი
(2023/24 სასწავლო წლის I სემესტრი) ინფორმაცია ქართული ენის წრის შესახებ
წრის დასახელება : ,,წერა-კითხვის უნარის
განვითარება“.
სამიზნე ჯგუფი : II კლასის მოსწავლეები
მოსწავლეთა რაოდენობა: 7
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
წრის ხელმძღვანელი : მაია ჩირიკაშვილი
წრის მუშაობის ხანგრძლივობა:წრე მუშაობას დაიწყებს 2023 წლის 27 სექტემბერს და გაგრძელდება 27 დეკემბრამდე .საწრეო მუშაობა ჩატარდება კვირაში ერთი საათი. წრეში განსახილველი საკითხები წინასწარ არის შედგენილი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს წერისა და კითხვის უნარის განვითარებაში .
საწრეო მუშაობის მიზანია: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით, მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა
ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება. შეძლოს მცირე ზომის
მხატვრული ტექსტების გააზრებული კითხვა და ინტერპრეტირება. დაწყებით კლასებში მოსწავლეებს უჭირთ მცირე ზომის მხატვრული ტექსტების გააზრებული კითხვა და ინტერპრეტირება,ამიტომ უკეთესი იქნება დამატებითი სამუშაოები, რათა უკეთესად მოხდეს კითხვის გაგება-გააზრება.საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაც ხომ უკეთესი შედეგებისათვის სწავლება და ათვისებული ცოდნის განმტკიცებაა.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები შეძლებენ
ტექსტის კითხვას, წერას, გაგება-გააზრებას, გადმოცემას ,დაინტერესდებიან
კროსვორდის, ანდაზების, გამოცანების და სხვა სახალისო დავალებების შესრულებით.
შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დააკავშირებენ სხვადასხვა სახის თემებს
ერთმანეთთან. შეძლებენ ტესტური სავარჯიშოების შესრულებას, შეეცდებიან შესწავლილი
თემების პრაქტიკაში გამოყენებას.
წ რ ი ს ს ა მ უ შ ა ო პ რ ო გ რ ა მ ა
2023-2024 სასწავლო წელი
I სემესტრი
თვე და რიცხვი |
სამუშაო პროგრამა, თემა საკითხების ჩამონათვალი |
შენიშვნა |
27.09 |
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა |
|
4.10 |
გაბმული მეტყველების
განვითარება |
|
11.10 |
ლექსიკური მარაგის
გამდიდრება |
|
18.10 |
გამომეტყველებითი
კითხვის ჩვევის განვითარება |
|
25.10 |
ლოგიკური თანმიმდევრობით
თხრობა |
|
1.11 |
კითხვის მარტივი
სტრატეგიების განვითარება |
|
8.11 |
ლიტერატურული
პერსონაჟების დახასიათება |
|
15.11 |
მხატვრულ სახეებზე
დაკვირვება(პრაქტიკულად) |
|
22.11 |
საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება |
|
29.11 |
ლიტერატურის
ჟანრებზე(ხალხური ზღაპარი) დაკვირვება/გააზრება |
|
6.12 |
მარტივი მხატვრული
ტექსტის შეთხზვა/ჩანახატი |
|
13.12 |
წაკითხულის გააზრება და დასკვნების გამოტანა |
|
20.12 |
აზროვნების განვითარება-საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება |
|
27.12 |
შემაჯამებელი მუშაობა განვლილი საკითხების ირგვლივ |
|
გამოყენებული
რესურსებია:
აზრობრივი რუკები ,ნახატები, კომპიუტერი, ფლიფჩარტები, დაფა, ცარცი. დამატებითი საკითხავი ტექსტები და
სახელმძღვანელო(კლასგარეშე)
აღნიშნული რესურსები მოსწავლეს დაეხმარება, რათა შეძლონ
სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება. კითხვის უნარ-ჩვევების
გაუმჯობესება. გამოყენებული რესურსები შეესაბამება და ემსახურება, რათა მოსწავლეებმა
თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცეს ტექსტების შინაარსი, მიჰყვეს მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და გადმოსცეს ფაქტები, მოვლენები;მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად გამოიყენოს სიტყვათა სემანტიკური კავშირები (სინონიმები, ანტონიმები...);დააკვირდეს პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს
და დაკვირვების საფუძველზე გამოიტანოს სათანადო დასკვნები მათი აზრების, განზრახვების,
განცდების შესახებ; გადმოსცეს ნაცნობი მხატვრული ტექსტის შინაარსი მთხრობელის
ჩანაცვლების გზით. შეძლონ საკუთარი ემოციების/განცდების გამოხატვა და მათი ახსნა.
2023 წლის 27 სექტემბერს პირველად შეიკრიბნენ ქართული ენის წრის წევრები, მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები, აგრეთვე ის,რომ წრე ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს ,მეექვსე გაკვეთილზე. გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები,რომლებზეც გვექნება მუშაობა პირველი სემესტრის განმავლობაში.
4 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობის მეორე შეკრება,წრის მუშაობის მიზანი იყო გაბმული მეტყველების განვითარება. წავიკითხეთ იაკობ გოგებაშვილის
ორი მოთხრობა : ‘’ცხვარი და სიღარიბე", ,,ვანო და ქვევრი“. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებებს.
11 ოქტომბერს ჩატარდა მესამე
მეცადინეობა, მუშაობის მიზანი იყო ლექსიკური მარაგის გამდიდრება. მოსწავლეებმა კიდევ
ერთხელ წაიკითხეს მოთხრობები ‘'ცხვარი და სიღარიბე“ და ,,ვანო და ქვევრი“
, ახსნეს უცხო სიტყვები. უცხო სიტყვების დახმარებით კი შეადგინეს ახალი
წინადადებები. თითეული მოსწავლე აქტიურ მონაწილეობას იღებდა მუშაობაში.
18 ოქტომბერს ჩატარდა მეოთხე მეცადინეობა.მეცადინეობას ესწრებოდა 7 მოსწავლე. გავარჩიეთ მოთხრობა"ჩიტი და მელა“. ვიმუშავეთ გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლებაზე. მოთხრობის მიხედვით შექმნეს ნახატი. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუშაობაში.
25 ოქტომბერს ჩატარდა რიგით მეხუთე მეცადინეობა წრის
მუშაობისა.მოსწავლეებმა წაიკითხეს
ი. გოგებაშვილის მოთხრობა ,,თხა და გიგო“
. მოსწავლეებმა ტექსტი კარგად დაამუშავეს და ცალ-ცალკე, ლოგიკური თანმიმდევრობით
შეძლეს ტექსტის შეერთება-გამთლიანება, შეავსეს პერსონაჟის რუკა.
1 ნოემბერს ჩატარდა მეექვსე სხდომა.განვიხილეთ
კითხვის მარტივი სტრატეგიები და მათი განვითარების გზები.იმუშავეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაზე ,,ღარიბი და ქილა ერბო“ , მუშაობდნენ
როგორც ცალკე, ასევე წყვილებში. აქტიური მუშაობა
გამოვიდა.
8 ნოემბერს ჩატარდა წრის მუშაობის მეშვიდე შეხვედრა.განვიხილეთ ზღაპარი ,,ნაცარქექია“
. მოახდინეს პერსონაჟების დახასიათება. დაახასიეთეს ნაცარქექია და დევი და შედარეს ერთმანეთს. მოსწავლეები ძალიან
აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა აქტივობაში.
15 ნოემბერს ჩატარდა საწრეო მუშაობის მერვე სხდომა. განვიხილეთ ე. გაბაშვილის "მაგდანას ლურჯა"--1 და 2 თავი.ესწრებოდა ყველა მოსწავლე. წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა მოახდინეს მხატვრულ სახეებზე დაკვირვება და წყვილებში დაახასიათეს მაგდანა, სოფო. შემდეგ წყვილებმა თავიაანთი ნამუშევრები გამოფინეს დაფაზე. ყველა ბავშვი აქტიურად იყო ჩართული მუშაობაში.
22 ნოემბერს ჩატარდა საწრეო მუშაობის მეცხრე სხდომა. მოსწავლეებმა იმუშავეს ''მაგდანას ლურჯაზე"' და მოახდინეს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება.
29 ნოემბერს ჩატარდა მეათე სხდომა. მოსწავლეებმა ლიტერატურულ ჟანრებზე(ხალხური ზღაპარი)დაკვირვება და გააზრება მოახდინეს. ყველა მოსწავლე აქტიურად ჩართული იყო და გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს.
6 დეკემბერს ჩატარდა
საწრეო მუშაობის მე-11 შეხვედრა. მოსწავლეებმა შეთხზეს მარტივი მხატვრული
ტექსტი და გააკეთეს ჩანახატი, გაითვალისწინეს თხზულების შექმნის სტრუქტურა.
მოსწავლეთა უმეტესობა აქტიურად იყო ჩართული.
13 დეკემბერს ჩატარდა
მე-12 შეხვედრა. შეხვედრის მიზანი წაკითხულის გააზრება და
დასკვნების გამოტანა. მოსწავლეებმა წაიკითხეს
ტექსტი ,,პინოქიოს თავგადასავალი“. გამოთქვეს საკუთარი აზრი პერსონაჟთან დაკავშირებით.
20 დეკემბერს ჩატარდა
საწრეო მუშაობის მეცამეტე შეხვედრა. მიზანი აზროვნების განვითარება-საკუთარი აზრის ჩამოყალიბება
და დასაბუთება. მოსწავლეებმა წაიკითხეს
ი. გოგებაშვილის რამდენიმე მოთხრობა, გამოთქვეს საკუთარი აზრი და შეაფასეს პორსონაჟთა
ქცევები.
27 დეკემბერს ჩატარდა
ბოლო შეხვედრა. მოსწავლეებმა შეაჯამეს განვლილი საკითხები. თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საკითხების
განხილვაში.
რეფლექსია
2023-24 სასწავლო წლის I სემესტრში II კლასში გადავწყვიტე ქართული
ენის წრის ,,წერა-კითხვის უნარის
განვითარება“-ს ჩამოყალიბება. შევადგინე სამოქმედო გეგმა და
განცხადებით მივმართე სკოლის დირექციას. საწრეო
მუშაობის უმთავრესი მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო
გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. .მოსწავლეებს შეეძლოთ მცირე ზომის
მხატვრული ტესტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით. მარტივად
გასაგები სტრატეგიებითა და მეთოდების გამოყენებით მიმეღწია მოსწავლეებში
მოტივაციის ამაღლება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.
შევადგინე საწრეო
მუშაობის პროგრამა. განვსაზღვრე წრის ხანგრივობა, სამიზნე ჯგუფი და შევხვდი
მშობლებს. გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა, მიზანი,
მეცადინეობის ხანგრძლივობა და ამის შემდეგ შევუდექით მუშაობას. საწრეო
მუშაობის დროს შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო. საწრეო მუშაობამ ხელი
შეუწყო მოსწავლეებში საგნის პოპულარიზაციას. სხვადასხვა აქტივობებმა,
თვალსაჩინო რესურსების შექმნამ და დისკუსიებმა მეტი მოტივაცია
გაუჩინა მოსწავლეებს საგნის უკეთესი სწავლებისა. ყოველი აქტივობა
ბავშვის შესაძლებლობებზე იყო მორგებული. საწრეო მუშაობის ბოლო
შეხვედრებზე მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ წრეში მათმა მონაწილეობამ დადებითად
იმოქმედა და ბევრი ახალი რამ გაიგეს . მოცემული პროგრამის მიხედვით სრულად
ამოვწურეთ გეგმა და წრის მუშაობას ვაფასებ დადებითად. გაწეული მუშაობის
ამსახველი მასალა ატვირთულია ბლოგზე.
Comments
Post a Comment