Posts

Showing posts from September, 2016

მერვე დღე

        დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები: მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის მოდული7. ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მოვახდინეთ მისი შეფასება. შევისწავლეთ ujam.com  საიტზე შესვლა და ფონოგრამების ჩაწერა.განვიხილეთ სასარგებლო ბმულები, რომლებსაც აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას და შევიტანეთ ცვლილებები. განვიხილეთ  შეფასების  რუბრიკების  ნიმუშები .   ვიმუშავეთ  ჩვენი  პროექტის  შესაბამის  რუბრიკაზე. დღევანდელი დღე მეტად საინტერესო და სახალისო იყო.

მე-7 დღე

        დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება  შემდეგი საკითხების მიხედვით: შეფასების სტრატეგიების განხილვა, მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო გეგმის პროექტის გადახედვა. შევასრულეთ ჯგუფებში დავალებები. დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი  და სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული.

დღე მეექვსე

      დღეს განვიხილეთ შემდეგი თემები: სასწავლო ნიმუშის შექმნა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დადგენა და განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. Drive- სა და პირად ბლოგზე ავტვირთეთ პროექტის პრეზენტაცია. დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, შევქმენით პრეზენტაციის ჩეკლისტი და მოსწავლის ნიმუში. დღეს მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. 

პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

დღე მეხუთე

მეხუთე დღეს განვიხილეთ შემდეგი თემები:         მოსწავლეთა პორტფოლიოს დასრულება და ბლოგზე ატვირთვა.         21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა         ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირწბ ადა სწავლება.         ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის.         ინტერნეტკავშირები მსოფლიოსთან.         ინტერნეტთანამშრომლობითი სასწავლო რასურსის გამოყენება.    გავეცანით უკუკავშირის  შემდეგ სახეებს: ზუსტი ინფორმაციის მიღება, ნეიტრალური განცხადებების გაკეთება, რჩევების მიცემა მუშაობის პროცესში.  შევისწავლეთ პროექტის განხორციელების დროს ციტირების დოკუმენტის გამოყენება და მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა, ინტერნეტში ძიების სხვადასხვა საშუალებები. 

დღე მეოთხე

დღეს განვიხილეთ შემდეგი თემები: შეფასების სხვადასხვა მეთოდები,  შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.     განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები  და სტრატეგიები. შევასრულე პრაქტიკული სამუშაო ჩემი პროექტის შესაბამისად.შევარჩიე ჩემი პროექტისთვის მეთოდები და ინსტრუმენტები და შევიტანე პროექტის გეგმაში. განვიხილეთ სასწავლო პროექტის სხვადასხვა ნიმუშები.  რის მიხედვითაც შევადგინეთ ჩემი პროექტის პრეზენტაციის გეგმა. ვფიქრობ დღევანდელი დღე საინტერესო იყო და შესწავლილი საკითხები დამეხმარება პროექტის შეფასებაში. მადლობა ნაყოფიერი და საინტერესო დღისთვის.

დღე მესამე

      დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები: სტანდარტის გათვალისწინება, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება და განახლებული ბლუმის ტაქსონომია. შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკები და შევასრულეთ პრაქტიკული სავარჯიშოები. შევადგინეთ კითხვები,ვფიქრობ, რომ დღევანდელი ნასწავლი საკითხები დამეხმარება პროექტის უკეთ დაგეგმვაში, განვიხილეთ  განახლებული ბლუმის ტაქსონომია, რომელიც დამეხმარება მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში. შევისწავლეთ ასევე სტანდარტის შეტანა გეგმაში, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, დიდი მადლობა.